იდეის დაბადებიდან
მოდერნ რაფ-ის ოჯახი თავისი 20 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, აწარმოებს როგორც სტანდარტულ პროდუქციას ასევე სპეციალურ ნაკეთობებს, და სთავაზობს მათ თავის ძვირფას მომხმარებლებს
კომპანიის ასორტიმენტშია ბუტიკების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების, გარე ვაჭრობის წერტილების, აფთიაქის, სამკაულების მაღაზიისა და სხვა ტიპის ობიექტების სავაჭრო ავეჯი, დახლები, თაროები, საკიდები, სავაჭრო და დეკორატიული ინვენტარი, პოს (მარკეტინგული და სარეკლამო) მასალები. ამავდროულად გვაქვს საარქივო და შესანახი თაროები, სახლის გასახდელები, სარდაფები და სახლის დეკორატიული თაროები.

თქვენი მაღაზიებისა ან ბუტიკის არქიტექტურული ნახატების შექმნისა და თქვენი მხრიდან დასტურის მიღების შემდეგ, მოდერნ რაფი თქვენს გვერდით არის და მზად არის მოგაწოდოთ მაღალი სტანდარტებით წარმოებული პროდუქცია.
ბრენდი დაარსდა შავი ზღვის რეგიონში 2002 წელს აიშე ჰატუნ არსლანბაშისა და მისი მეუღლის იდრის არსლანბაშის იდეით, რომ „ჩვენ უნდა ყველაზე განსხვავებულად წარმოვადგინოთ ნამუშევარი, რომელსაც ყველაზე კარგად ვაწარმოებთ“.
თავისი ნაწარმის თანამედროვე დიზაინის წყალობით კომპანიამ საკმაოდ მოკლე დროში მოახერხა სახელის მოპოვება მთელ თურქეთში. მრავალი წლის მუშაობის შემდეგ მას სჭირდებოდა განსხვავებული ინფრასტრუქტურა განვითარებადი ტექნოლოგიებით. ამ საჭიროების ყოვლისმომცველი კვლევისა და შეფასების პროცესის შედეგად, 2013 წელს კომპანიამ თურქეთის პირველი ელექტრონული კომერციის თაროების სისტემის ინიცირება მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ ახალ საწარმოს თავიდან ჰქონდა სირთულეები და რისკები, მან წარმატებით გადალახა ეს პროცესი და მიიღო დადებითი გამოხმაურება.
ყოველი დეტალი, ყველაზე შეუმჩნეველიც კი - არის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი სასურველი შედეგის მისაღწევად
სექტორში პიონერობა მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია, რაც ბრენდს პრივილეგირებულს ხდის. Modernraf, ემსახურება ყველა სექტორს, რომელსაც აქვს ბიზნესის გახსნის იდეა, შეიცავს ყველა იმ პროდუქტს, რაც მაღაზიას შეიძლება დასჭირდეს, ბაზრის თაროდან ტანსაცმლის საკიდამდე, ფეხსაცმლიდან დაწყებული მანეკენებამდე.
Modern Raf-ი იყენებს წარმოების მხოლოდ უმაღლეს სტანდარტებს და ყველაზე გამძლე მასალებს თავისი პროდუქციის წარმოებაში და მუდმივად ავითარებს მის თანამედროვე და ინოვაციურ სტრუქტურას დაარსების დღიდან. ის დღითიდღე აუმჯობესებს თავის R&D სისტემებს მომხმარებლების გამოხმაურების შედეგად. გარდა ამ ყველაფრისა, იგი განსაკუთრებულად ეხება თითოეულ პროექტს, აერთიანებს მომხმარებლის მოლოდინს ბრენდის თანამედროვე დინამიკასთან, ქმნის უნიკალურ იერს. 20 წლის განმავლობაში Modernraf არის ყველა მაღაზიის არჩევანი, რომელსაც სურს იყოს განსხვავებული!
იყავი განსხვავებული Modernraf-თან ერთად!
იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგში და გამოგვყევით ტელეგრამში