სასარგებლო ინფორმაცია

წყლის ელექტრო გამაცხელებლების მოვლისა და ტექნიკური მომსახურების საფუძვლები

წყლის ელექტრო გამაცხელებლების მოვლისა და ტექნიკური მომსახურების საფუძვლები

წყლის გამაცხელებლის შეძენისა და დამონტაჟებისთანავე ჩნდება მთელი რიგი კითხვები: როდის და როგორ უნდა განხორციელდეს პირველი ტექნიკური მომსახურება? შესაძლებელია თუ არა ამის თვითნებურად გაკეთება? როგორ გავახანგრძლივოთ წყლის გამაცხელებლის ექსპლუატაციის ვადა?

პასუხი მარტივია: პირველი მომსახურება უმჯობესია ჩატარდეს სპეციალიზებული ორგანიზაციის/სპეციალისტის მიერ, ინსტალაციის შემდეგ არა უგვიანეს ერთი წლისა.

წყლის გამაცხელებლის მდგომარეობიდან გამომდინარე გამოცდილი ტექნიკოსი გამოიტანს დასკვნას წყლის ხარისხის შესახებ და მოგცემთ ზუსტ რეკომენდაციებს შემდგომი ტექნიკური მომსახურების შესახებ, რომელიც შეიძლება განხორციელდეს დამოუკიდებლად. ამ შემთხვევაში, თქვენი აღჭურვილობის ექსპლუატაციის ვადა იქნება მაქსიმალური.


რამდენიმე მარტივი რჩევა გამაცხელებლის დამოუკიდებლად მომსახურებისთვის:

მუშაობის დაწყებამდე გამორთეთ წყლის გამაცხელებელი ქსელიდან;

მთლიანად დაცალეთ ავზი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ცალკე სანიაღვრე მილის ან სადრენაჟე სისტემის არარსებობის შემთხვევაში, ამ პროცესს შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე საათი;

მოხსენით წყლის გამაცხელებლის დამცავი საფარი;

მოუშვით სამონტაჟო ჭანჭიკები და მოხსენით მილტუჩი (ფლანეცი);

შეაფასეთ გაცხელების ელემენტის მდგომარეობა. ნადების აღმოჩენის შემთხვევაში, ყურადღებით გაასუფთავეთ მისგან გამაცხელებელი ელემენტი.

დაზიანების, გაწყვეტის, სიმძლავრის მხოლოდერთ რეჟიმში მუშაობის ან უსაფრთხო გათიშვის მოწყობილობის (ე.წ. УЗО) ხშირი გათიშვის შემთხვევაში - გამაცხელებელი ელემენტი უნდა შეიცვალოს;

შემდეგი ეტაპი - ვამოწმებთ ანოდის მდგომარეობას. თუ ის მნიშვნელოვნად შემცირდა ზომებში და ეტყობა მნიშვნელოვანი კოროზიული დაზიანება, ის ასევე უნდა შეიცვალოს. თუ თქვენ შეიძინეთ ემალირებული წყლის გამაცხელებელი, ანოდის ყოველწლიურად შეცვლა უზრუნველყოფს თქვენი წყლის გამაცხელებლის გრძელვადიან მუშაობას. მნიშვნელოვანია, რომ ანოდის ყოველწლიური შეცვლა ემალირებულ წყლის გამაცხელებლებში შეგინარჩუნებთ მწარმოებლის საგარანტიო ვალდებულებებს.

ვამოწმებთ ავზს მასში ნალექის არსებობაზე. თუ აღმოჩნდა ასეთი - ნადები, ჟანგი ან სხვა რამ - გაასუფთავეთ ავზი წყლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შემდგომი გამოყენებისას;

შეამოწმეთ უსაფრთხოების სარქველი. თუ ცივ მაგისტრალში ჟონავს წყალი ან წნევის დამშვები მექანიზმი არ მუშაობს, შეცვალეთ იგი;

როდესაც ძირითადი შემოწმება განხორციელებულია, შეაფასეთ დამაკავშირებელი მილებისა და ჭრის (რეზბის) მდგომარეობა გაჟონვაზე ან ცვეთაზე, საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ;

შეამოწმეთ ელექტრო გაყვანილობა - საიზოლაციო ფენა უნდა იყოს ხელუხლებელი ყველა მონაკვეთზე, ხოლო გაცხელების ელემენტების კონტაქტები უნდა იყოს დაერთებული უსაფრთხოდ და საიმედოდ;

შეამოწმეთ მილტუჩის (ფლანეცის) მდგომარეობა, რომელზედაც დამაგრებულია ანოდი და გამაცხელებელი ელემენტი. მილტუჩის ყველა ჭანჭიკი საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული, რეზინის შუასადებები ხელუხლებელი უნდა იყოს, ხოლო თავად მილტუჩი მჭიდროდ უნდა თავსდებოდეს სამონტაჟო ბუდეში.

მნიშვნელოვანია! როგორი ოპერაციებიც არ უნდა განახორციელოთ - იმოქმედეთ თითოეული პროდუქტის თანდართული მომხმარებლის (ექსპლუატაციის) სახელმძღვანელოს შესაბამისად.

თუ ჯერ არ შეგიძენიათ წყლის გამაცხელებელი, შეგიძლიათ ახლავე იზრუნოთ მის შემდგომ მოვლაზე - შეიძინეთ პროდუქტები სანდო კომპანიებისგან, ბაზარზე არსებული წყლის გამაცხელებლების მსხვილი მწარმოებლებისგან, როგორიცაა თერმექსი. თქვენ მიიღებთ მაღალი ხარისხის პროდუქციას, შესანიშნავ მომსახურებას, სათადარიგო და სახარჯი ნაწილების მუდმივ ხელმისაწვდომობას ტექნიკური მომსახურებისთვის და დაიცავთ თავს გაუმართავ და უხარისხო გათბობის მოწყობილობებისგან.
2024-09-01 22:31