საიუველირო ფასდამჭერი-ფასმაჩვენებელი (ცენიკი)

JWPPT500
52,00
GEL
მაღალი ხარისხის ქაღალდისგან დამზადებულ 500 ცალიანი თეთრი, საიუველირო ფასმაჩვენებელი. ახასიათებს გამძლეობა და კარგი წებოვნება, რაც უზრუნველყოფს, რომ იარლიყი ადვილად არ მოძვრეს.

მახასიათებლები:
  • ფერი: თეთრი
  • რაოდენობა: 500 ცალი
  • ზომა: გაშლილი ფასმაჩვენებლის (ცენიკის) სიგრძეა 6 სმ, სიგანე კი 1.2 სმ. დაკეცილ მდგომარეობაში სიგრძე 3 სმ შეადგენს. ეს ზომა იდეალურია იმისთვის, რომ არ დაარღვიოს ნივთის ესთეტიკა.
გამოყენების სიმარტივე: ფასმაჩვენებლების გამოყენება უმარტივესია: უბრალოდ მოაშორეთ დამცავი ფენა წებოვან ზედაპირს და შეაერთეთ ორი ბოლო. ეს თვითწებვადი ფასმაჩვენებლები სწრაფად და ადვილად მაგრდება პროდუქტზე, არ ცვივა და არ ტოვებს წებოს კვალს მოხსნის შემდეგ. შეგიძლიათ დაიტანოთ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია.
ფართო გამოყენება: მრავალმხრივია და შესაფერისია სამკაულების გაყიდვის, შენახვის, იდენტიფიკაციისა და დახარისხებისთვის. ისინი იდეალურია ფასის, დასახელების, წარმოშობის ქვეყნის ან ავტორის დასაწერად. მათი ზომა ოპტიმალურია ბეჭდების, ყელსაბამების, საყურეების, სამაჯურებისა და სხვა სამკაულებისა ან აქსესუარების ეტიკეტირებისთვის და მარკირებისთვის.