ტილოს შექმნისას გამოყენებულია ულტრარბილი, ორმხრივი ხაოიანი მაუდი.
შესანიშნავად უმკლავდება ძლიერ დაბინძურებებს, იღებს მტვერს, აშორებს ცხიმოვან აფქს, ანიჭებს ბზინვარებას, არ ტოვებს ბუსუსებს დამუშავებულ ზედაპირზე.
ტილოს უნიკალური მასალა, ტექსტურა და სათანადოდ დამუშავებული ხელსახოცის გვერდები შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიყენოთ ის როგორც ტენიანი, ასევე მშრალი დალაგების დროს.
რეკომენდაციები:
დაშვებულია როგორც ხელით რეცხვა, ასევე სარეცხის მანქანით რეცხვა არაუმეტეს 30° С, თბილ წყალში, სინტეთიკური ქსოვილების რეცხვის რეჟიმზე. სასურველია გაირეცხოს თხევადი სარეცხი საშუალებით ან ბავშვის საპონით. ტილოს გაშრობა დაშვებულია მხოლოდ ბუნებრივი მეთოდით (არა უთოთი ან საშრობი მოწყობილობის გამოყენებით).
აკრძალულია! გამათეთრებელი და დამარბილებელი საშუალებების გამოყენება, სარეცხის მანქანაში გაწურვა, მაღალი წნევის აპარატის ჭავლით დამუშავება.